საზარელი ტრაგედია კახეთში - დაღუპულთა შორის ორი წლის ბავშვია

დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან – ბავშვი, მისი მამა და ბებია.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. კახეთში ტრაგედია მოხდა – ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის, 2,5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აცხადებს, ავარია გუშინ, ღამით მოხდა. საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან: ბავშვი, მისი მამა და ბებია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში მოათავსეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ქალი, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

„ოთხი პაციენტია შემოყვანილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმებით. ერთი ორწლინახევრის ბავშვია, რომელიც გარდაცვლილი შემოიყვანეს. ორი მამაკაცია თავის ტვინის შერყევით, თავის ტვინის ტრავმებით, ნაკვეთი ჭრილობებით“, – განაცხადა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქირურგმა მამუკა ოთიაშვილმა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს