საქართველო მილანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

მილანის ტურისტული გამოფენა 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული მოვლენაა.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო იტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BIT 2023.
მილანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და შვიდი ტურისტული კომპანია იყო წარდგენილი.
BIT 2023-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრები.
მილანის ტურისტული გამოფენა 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული მოვლენაა.
მილანის ტურისტულ გამოფენაზე 500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან 65 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.