მეტროს სადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

უწყების ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. მეტროს სადგური „ვარკეთილი“ ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ სადგურიდან ამომსვლელები, ანუ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“.
„ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.