თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ლიპყინულის გამო ერთმანეთს რამდენიმე სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის აღნიშნულ გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი „საცობია“.
საქართველოში უამინდობაა, რომელიც, სინოპტიკოსების პროგნოზით, თვის ბოლომდე გასტანს. ქვეყნის საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.