თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება 15 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდში ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირდება.
„ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 23:00-07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს, დღის განმავლობაში კი ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, სამუშაოების განხორციელების პერიოდში ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად.