თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თოვლმა, ლიპყინულმა და ზვავსაშიშროებამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დააწესა.
უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 40–200 კმ მონაკვეთზე (მუხრანი–არგვეთა) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 88-106 კმ მონაკვეთზე (ხულო–კურორტი გოდერძი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.