ოპოზიციონერი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე

კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა იმ არაკომერციული პირისა და მასმედიის რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალებით ფინანსდება.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მთავარი მოტივაცია უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირებისას პოლიტიკური იარლიყების მიწებებაში მდგომარეობს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ ბექა ლილუაშვილმა.
„ხალხის ძალამ“, რომლის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან, პარლამენტში მოახდინა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირება. ის ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, რომელშიც უნდა დარეგისტრირდნენ არაკომერციული იურიდიული პირები და მასმედია, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალებით ფინანსდება.

„მოტივაცია ამ კანონპროექტის არის ის, რომ მიაწებოს პოლიტიკური იარლიყები კონკრეტულ სუბიექტებს, რომლებიც ჩართული არიან ანალიტიკურ საქმიანობაში“, – განუცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.

კანონპროექტის ინიციატორების წყალობით ნებისმიერი აქტიურობა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ან პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ამგვარ რეესტრში ჩართულობას გამოიწვევს, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
„ეს არის უბრალოდ საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის გამოყენებული“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე. მით უმეტეს, რომ არასამთავრობო სექტორი და მასმედია აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
პროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები.
ამასთან, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისგან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს