ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, საქმე, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციას ეხება.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, სამართალმდაცველები ჩხრეკას რამდენიმე სახლში ატარებენ.
სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ნარკოტიკები საქართველოში რამდენიმე გზით ხვდება. მძიმე ნარკოტიკები ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან „ფონიჭალის არხით“ ხვდება, ხოლო ევროპიდან საქართველოში ე.წ. კლუბური ნარკოტიკები ჩამოაქვთ. ნარკოტიკების გავრცელება-გასაღების ერთ-ერთი მთავარი არხია გაყიდვები ინტერნეტის მეშვეობით.
ნარკოტიკების რეალიზაცია საქართველოში მძიმე დანაშაულს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება სასჯელის უმაღლესი ზომით — უვადო პატიმრობით დასრულდეს.