ბათუმში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კლინიკას დამატებითი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (BAU) 42 წლის ქალი სამშობიარო გართულებებით გარდაიცვალა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა დღეს მოხდა. ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისათვის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
რაც შეეხება ახალშობილის მდგომარეობას, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.