მძღოლების საყურადღებოდ! შეზღუდვები კიდევ ერთ გზაზე ამოქმედდა

უამინდობა მძღოლებს კვლავ პრობლემებს უქმნის.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საუბარია გზის ხაშური–აწყურის (1-50 კმ) მონაკვეთზე. შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე არ მოქმედებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს