თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ახალი ტურნირი – ფუტსალში ქალთა ზამთრის თასის გათამაშება შემოიღო.
ტურნირის ორგანიზატორები არიან სფფ, ქალთა ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს ფუტსალის ასოციაცია. კენჭისყრაში მონაწილეობდა 16 გუნდი, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ჯგუფებად დაყვეს.
კენჭისყრის შედეგად გუნდები ასე გადანაწილდნენ:
დასავლეთი:
1.
„ფენიქსი“ ზუგდიდი – „გორი იუნაიტედი“2.
„კოლხეთი“ ხობი – „მართვე“ ქუთაისი3.
„ივერია“ ხაშური – „რაჭა 2020“4.
„ელიტა 2“ – „ქსკ ბათუმი“აღმოსავლეთი:
1.
„სამღერეთი“ – „ეძანი“2.
„სამეგრელო“ – „ელიტა 2021“3.
„ნორჩი დინამო“ – „დინამო“ სოხუმი4.
„კვარტალი“ – „დიდგორი“ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. დასავლეთის ჯგუფის მატჩები გაიმართება ქუთაისში, ხოლო აღმოსავლეთის ჯგუფისა და ფინალური მატჩი – თბილისში.
ტურნირი 15 თებერვალს დაიწყება.