რამდენი ივაჭრა საქართველომ 2023 წლის იანვარში - დეტალები

2023 წლის იანვარში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 37,2% შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარში თითქმის 1,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29,1%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ექსპორტმა აღნიშნულ პერიოდში 459 მლნ დოლარი შეადგინა – 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,5%-ით მეტი. იმპორტზე 1 მლრდ დოლარზე მეტი მოდის (+25,2%).
საქართველოს საგარეო ბრუნვა. 2023 წლის იანვარი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

459

38,5

იმპორტი

1.002,9

25,2

სულ

1.461,8

29,1

2023 წლის იანვარში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 543,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი საგარეო ბრუნვის 37,2%-ია, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.
2020 წლის იანვართან შედარებით საქართველოს საგარეო ბრუნვა 60%-ზე მეტით გაიზარდა.
საქართველოს საგარეო ბრუნვა

პერიოდი

მოცულობა, მლნ დოლარი

2020 წლის იანვარი

913,3

2021 წლის იანვარი

786,2

2022 წლის იანვარი

1.132,4

2023 წლის იანვარი

1.461,8

ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს