პესკოვმა მოლაპარაკებებზე უკრაინის უარის მიზეზი დაასახელა

უფრო ადრე ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ზავის დადებას დასავლეთმა შეუშალა ხელი.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. უკრაინის დელეგაციამ მოულოდნელად, „ზევიდან ბრძანებით“ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა რუსეთთან მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეთანხმებული და პარაფირებურიც კი იყო დოკუმენტი, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
ასეთი კომენტარი გააკეთა მან ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის ანატოლი გლაზის სიტყვებზე, რომელმაც მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ზავის დადებას უკრაინასა და რუსეთს შორის 2022 წლის გაზაფხულზე დასავლეთმა შეუშალა ხელი.

„საუბარია სწორედ იმ დოკუმენტზე, რომელიც შეთანხმებული იყო ძალიან რთული მოლაპარაკებების შედეგად და რომელიც პარაფირებულიც კი იყო. და შემდეგ, უეცრად, როგორც ზევიდან ბრძანებით, უკრაინულმა მხარემ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსული მხარე ამაზე უკვე ექვსი-შვიდი თვეა, რაც ლაპარაკობს.
„პრეზიდენტი პუტინიც ლაპარაკობდა ამაზე და სხვებიც სხვადასხვა დონეზე“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის წინასწარი პირობების გარეშე>>
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ეს იყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და „უკრაინული ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის გეგმებში არ შედის“. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს