საქართველოს კულტურის სამინისტრო პრეზიდენტს სვიმონ დადიანის ნახატების დაბრუნებას სთხოვს

იანვრის ბოლოს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ხუთი ნამუშევრიდან სამს რესტავრაცია სჭირდება.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ ქართველი მხატვრის სვიმონ დადიანის ხუთი ნამუშევრის დაბრუნების მოთხოვნით, რომლებიც ხელოვნების სასახლემ პრეზიდენტის რეზიდენციას დროებით გადასცა.
საუბარია მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელიც 2020 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა ორი წლის ვადით. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნამუშევრები დადგენილ ვადაში არ დააბრუნა, რესტავრატორები კი ნახატების დაზიანებაზე საუბრობენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

„ერთ ნამუშევარს ძალიან მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი უნდა გავიტანოთ, რათა მოხდეს ფოტოფიქსაცია და აღდგენა. შემდეგ გადაწყდება, დაბრუნდება თუ არა ნამუშევარი პრეზიდენტის სასახლეში", – განუცხადა ჟურნალისტებს სახვითი ხელოვნების ფონდის წარმომადგენელმა ელო ჭიჭინაძემ.

იანვრის ბოლოს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ხუთი ნამუშევრიდან სამს რესტავრაცია სჭირდება.