გორში შშმ პირებს ეტლები გადაეცა

2012 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 40 შშმ პირს ეტლები გადაეცა, იუწყება გორის მუნიციპალიტეტის მერია.
მერიის ცნობით, დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები.
გორის მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2012 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.
ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ რეგიონალური წარმომადგენლები და უცხოელი დონორები ესწრებოდნენ.