საქართველოში დღეს მესამე მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა ქალაქ ახალქალაქიდან დასავლეთით 2კილომეტრში, სოფელი დილისკაში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 17:55 საათზე 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრა ქალაქ ახალქალაქიდან დასავლეთით 2კილომეტრში, სოფელი დილისკაში მოხდა.
კერა 5 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ეს დღეს უკვე მესამე მიწისძვრაა. კურორტ ბახმაროდან 2 კილომეტრში პირველი ბიძგი (4,4 მაგნიტუდის) 12:07 საათზე, მეორე - 3,3 მაგნიტუდის - 12:21 საათზე დაფიქსირდა.
წყარო - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.