სანდრო ბაზაძე ვარშავაში მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორი გახდა

სანდრო ბაზაძე ფარიკაობის პრესტიჟულ ტურნირებში ზედიზედ მეშვიდედ მოხვდა პირველ სამეულში
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ვარშავაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში ის პოლონელ კშიშტოფ კაცსკოვსკისთან ანგარიშით 13:15 დამარცხდა.
10-12 თებერვალს ვარშავა მასპინძლობს მსოფლიო თასს – Fencing World Cup მამაკაც მოფარიკავეებს შორის.
კვირას ვარშავაში მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება. საქართველოს ნაკრები 13:30 საათზე სანდრო ბაზაძის, ბექა ბაზაძის, გოგი კაკაურიძისა და ლაშა კუჭუხიძის შემადგენლობით ტუნისის ნაკრებს შეხვდება.
სანდრო ბაზაძემ მიმდინარე სეზონში გამართული ოთხივე პრესტიჟული ტურნირის - მსოფლიო თასებისა და გრანპრის ფინალში იასპარეზა. მან მოიგო მსოფლიო თასი ალჟირში და ტუნისის გრან პრი, მოიპოვა ვერცხლის მედლები ორლეანის გრან პრიზე და ვარშავის მსოფლიო თასი.
გასული სეზონიდან სანდრო ბაზაძე პრესტიჟულ ტურნირებში ზედიზედ მეშვიდედ მოხვდა სამეულში - მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, გრან პრიზე და მსოფლიო თასზე.
ზაფხულში მოფარიკავეებს ელის წლის ორი მთავარი მოვლენა - 1 ივნისს ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში фехтованию (European Fencing Championships) ბაზელში, 22-30 ივლისს - World Fencing Championships - ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი მილანში.