ნატოს გამანადგურებლები უკრაინისთვის - ყოფნა-არყოფნა

Sputnik
ლონდონი ცდილობს გაააქტიუროს კიევისთვის ნატოს გამანადგურებლების გადაცემის საკითხი, მაგრამ ამისათვის შესაფერისი თვითმფრინავები არ აქვს. ბრიტანული გამანადგურებლების პარკი მსოფლიოში მე-20 ადგილზეა (119 ერთეული) და რაოდენობით ჩამორჩება საბერძნეთს, ესპანეთს, გერმანიას. კიევი ნატოს ქვეყნებში პოპულარული 200-მდე F-16 გამანადგურებლის მიღებას იმედოვნებს. ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ასეთ თვითმფრინავებს არ ფლობენ.
ლონდონსა და პარიზში შეხვედრებზე უკრაინის პრეზიდენტი სთხოვდა პარტნიორებს გამანადგურებლებს, რომლებიც კიევს, მისი აზრით, გამარჯვებას მოუტანს და ეს მოვლენა მსოფლიოს შეცვლის. ბრიტანეთი აშშ-ის შემდეგ უკრაინის უმსხვილესი დონორია. ლონდონმა უკვე გამოუყო უკრაინას 2,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება და ამდენივეს დაჰპირდა 2023 წელს. პრემიერმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი 10 ათას უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებდა. მაგრამ ლონდონს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაფერისი თვითმფრინავები არა აქვს.
მცირე რაოდენობის F-35 არ განიხილება. Eurofighter Typhoon-ის ტიპის ბრიტანულ გამანადგურებლებს 2025 წელს ჩამოწერენ და რჩება მხოლოდ საწვრთნელი მანქანები, რომლებიც ბრძოლისთვის გამოუსადეგარია. Tornado-ს თვითმფრინავები ავარიულ მდგომარეობაშია. ინსტრუქტორები კი ბრიტანელი მფრინავების მომზადებისთვისაც არ არიან საკმარისი.
Eurofighter-ის მართვის სწავლას მინიმუმ სამი წელი სჭირდება. და მაინც თემა დახურული არ არის. ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა ოფიციალურად მიმართა თავდაცვის მინისტრ ბენუ უოლესს თხოვნით, შეისწავლოს, რომელი საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას შეძლებენ უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან ვახშმის წინ განაცხადა: „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი“. პარალელურად პენტაგონში კიევისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხი განიხილეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ამ ფონზე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა რიჩარდ ბერონსმა მაინც აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ კიევს ოპერატიულად მიაწოდონ გამანადგურებლები, ვინაიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაცია ახლო მომავალში კონფლიქტის მსვლელობას არ შეცვლის.
რუსეთის მხარემ იმავე დღეს გააფრთხილა ლონდონი და სხვა დასავლური ქვეყნები ბრძოლის ზონაში მორიგი ესკალაციის დამღუპველი საფრთხის თაობაზე - კიევისთვის გამანადგურებლების მიწოდება ევროპის კონტინენტისა და მთელი მსოფლიოსთვის სამხედრო-პოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 თებერვალს უშიშროების საბჭოს ონლაინ სხდომა ჩაატარა მთავრობის მეთაურის მიხეილ მიშუსტინის, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრ კურენკოვის მონაწილეობით. კრემლის პრესსამსახურმა აღნიშნა, ომ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა ნატოს აგრესორებს კარგს არაფერს ჰპირდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია დაადანაშაულა „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში. რუსეთს მიაჩნია, რომ აშშ და ნატოს ხაზით მისი რამდენიმე მოკავშირე მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში.
უკრაინაში დასავლეთმა არაერთხელ დაარღვია საკუთარი „წითელი ხაზები“ და კონფლიქტის ესკალაციას შეუწყო ხელი. კიევისთვის HIMARS-ის, Bradley-ისა და Patriot-ის მიწოდება ზრდის დაპირებული შეიარაღების სიაში F-16 გამანადგურებლებისა და ანალოგიური ევროპული თვითმფრინავების გაჩენის ალბათობას.
რუსეთი ამისთვის ტექნოლოგიურად მზადაა. უკრაინა რუსეთის მხრიდან საშინელი თავდასხმისთვის ემზადება. გაურკვეველია, მზად არიან თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები ევროპაში, დაკარგონ რამდენიმე მილიონი ადამიანი კიევის რეჟიმის შესანარჩუნებლად?
The American Conservativeაღნიშნავს, რომ უკრაინის გამოყენება რუსეთთან ბრძოლისათვის - ბირთვულ საფრთხესთან სარისკო თამაშია და აცხადებს „ვაშინგტონის საბოლოო მიზანი და ვალი ამერიკელი ხალხის წინაშე - საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა... აშშ-ის ინტერესი უკრაინის მომავლისადმი მოკრძალებულია, ხოლო ყირიმის მომავლისადმი - ნულის ტოლია“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე