თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის" ხელმძღვანელობა ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ხელფასს გააორმაგებს, იუწყება „პირველი არხი“ იტალიური გამოცემა Gazzetta dello sport-ზე დაყრდნობით.
კვარაცხელიას კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წელს ეწურება. მედიის ცნობით, ის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. მაგრამ ქართველი ნახევარმცველი მიიღებს არა 1,2 მილიონ ევროს, არამედ 2,5 მილიონს.
კვარაცხელიას მიმართ მსოფლიო ფეხბურთის გიგანტების - ინგლისის „არსენალის", „ჩელსის" და „მანჩესტერ სიტის", ასევე მადრიდის „რეალისა" და „ატლეტიკოს" დიდი ინტერესის მიუხედავად, ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა კვარას განაცხადა, რომ კვარა ნეაპოლში დარჩება, რადგანაც გუნდით კმაყოფილია.
როგორც ადრე ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „ნაპოლისა“ და მისი ვარსკვლავების მომავალზე საუბრისას განაცხადა, ბიუჯეტი საშუალებას აძლევს გუნდს არ გაყიდოს საუკეთესო ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ 2022 წლის 1 ივლისს გადავიდა. ტრანსფერმა 10 მილიონი ევრო შეადგინა.