თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. რუსული მხარე მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესი შესაძლოა აიგოს იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამ მომენტში არსებობს.
„ჩვენ უკვე ვამბობდით, რომ მზად ვიქნებით ასეთი მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, ამ მომენტში არსებული რეალობიდან გამომდინარე. მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის იმ მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაცხადებული", - ციტირებს ვერშინინს „რია ნოვოსტი“.
მისი თქმით, შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში მოლაპარაკებები შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ბაიდენი და მისი გარემოცვა გამოიჩენენ წინდახედულობასა და სიბრძნეს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს“.
საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.