ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა

ვითარება უკრაინაში მძიმდება იმის გამოც, რომ მხარეები არ ცდილობენ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, დარწმუნებულია პოლიტიკოსი
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. უკრაინაში და მსოფლიოში შექმნილი არაპროგნოზირებადი ვითარების პირობებში, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს თავისი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„გარემო, რომელიც უკრაინაში, რეგიონში და მთლიანად მსოფლიოშია შექმნილი, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება და ჩვენს ხალხს, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ვითარება უკრაინაში მძიმდება იმის გამოც, რომ მხარეები არ ცდილობენ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს“.
საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.