თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 19:33 საათზე 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრა დაბა ხულოდან ჩრდილოეთით 17 კილომეტრში, ხოლო კურორტ ბახმაროდან 3 კილომეტრში მოხდა. კერა 8 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რომ მიწისძვრის სიძლიერე 4,5 ბალს შეადგენდა.