თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი იწყებს საგანმანათლებლო კურსს „საქართველოს ისტორია და კულტურა“, რომელიც რუსულ ენაზე ჩატარდება.
მსურველები შეძლებენ ექვს სალექციო შეხვედრაზე დასწრებას, რომლის ფარგლებში გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა ვახტანგ გორგასლის ეპოქა, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის მოღვაწეობა, ქართული ღვინის ისტორია, ქართული ვაზისა და ღვინის გავლენა ეროვნულ იდენტობაზე და სხვ.
კურსებზე დასწრების მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს 23 თებერვლამდე ფოსტაზე iirgeo@hotmail.com.
კურსი 25 თებერვალს დაიწყება. შეხვედრები ჩატარდება ოფლაინ ფორმატში ორგანიზაციის ოფისში, მისამართზე – ბაქოს ქუჩა N2.