დაპირისპირება მარტყოფში მსხვერპლით დასრულდა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მეგობრებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (მკვლელობა) და 236-ე (იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.