თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სინოდის კრება მოიწვია, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება, იუწყება საპატრიარქოს პრეს-სამსახური.
ბოლოს სინოდი 2021 წლის 11 თებერვალს შეიკრიბა. მაშინ სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და დავით-გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული საკითხები.
კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელებენ სინოდის წევრები, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს.