თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. იტალიის „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად ორმა ავტორიტეტულმა ინტერნეტ-პორტალმა შეიყვანა Whoscored და Sofascore.
იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ „სპეცია“ დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
გასვლით მატჩში კვარაცხელიამ ანგარიში პენალტით გახსნა, მეორე ბურთი კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა მისი გადაცემით. „ნაპოლის“ ორივე მოთამაშე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
Whoscored-მა ქართველ ფეხბურთელს 8,5 ქულა დაუწერა, ხოლო Sofascore-მა – 8,8 ქულა. რაც შეეხება ოსიმენს, მან, შესაბამისად, 9,1 და 8,6 ქულა მიიღო.
იტალიის ჩემპიონატში კვარაცხელიას ამ დროისათვის გატანილი აქვს რვა გოლი და შესრულებული ცხრა საგოლე გადაცემა.