თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ყველა ის ჩვევა, რომელიც ადამიანს ახასიათებს, მის პიროვნებაზე გარკვეულ ინფორმაციას იძლევა, ამბობენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ისეთი „სადილაო“ ჩვევა, რომლებიც ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
მაშ ასე, თუ დილით:
მაღვიძარას რეკვას აწყვეტინებთ და ზარს რამდენიმე წუთით გადადებთ – ე.ი. გიყვართ ცხოვრებისეული წვრილმანებით ტკბობა;
იღვიძებთ მანამ, სანამ მაღვიძარა დარეკავს — ე.ი. ნამდვილად პროდუქტიული ადამიანი ხართ;
საერთო არ აყენებთ მაღვიძარას — ე.ი. გაწონასწორებული ფსიქიკა გაქვთ და ნაკლებად გაშფოთებთ წვრილმანები;
წინასწარ გეგმავთ, რას ჩაიცვამთ — ე.ი. იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებით, რომლებიც დღევანდელი დღით კი არა, მომავლით ცხოვრობენ;
ტანსაცმელს ბოლო წუთებში არჩევთ — ე.ი. დაბნეულობისკენ ხართ მიდრეკილი და წინასწარ დაგეგმვა არ გამოგდით;
გამუდმებით აგვიანებთ სამსახურში — ე.ი. ან ცოტა „ტანჯულა“ ტიპი ხართ, ან კიდევ შემოქმედებითი;
არასდროს საუზმობთ — ე.ი. გაქვთ უნარი, რამდენიმე დავალებას ერთდროულად გაართვათ თავი;
ძილს იბრუნებთ — ე.ი. უშფოთველი და უდარდელი ადამიანი ხართ, რომელსაც მოვალეობები არ უყვარს;
უპირველესად სოციალურ ქსელებს ამოწმებთ — ე.ი. ერთგვარად დამოკიდებული აზროვნება გაქვთ, ანუ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ირგვლივ მყოფთა აზრს როგორც საკუთრივ თქვენ შესახებ, ისე სხვა ადამიანებისა თუ მოვლენების მიმართ.