თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდენენ, რა დროსაც 15 წლის მოზარდი დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ერთმა მოზარდმა მეორეს ჭრილობები ფეხის არეში დანით მიაყენა. ამას გარდა ნაცემია კიდევ ერთი მოსწავლე.
რაც შეეხება დაჭრილს, ის 103-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე ერთი არასრულწლოვანი „ცხელ კვალზე“ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.