საქართველოში მშენებლობის ღირებულება დეკემბერში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა

მშენებლობის ინდექსის გაზრდა მუშების ხელფასების 10,6%-ით გაზრდამ გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის დეკემბერში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, 2,2%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ინფორმაციით, წლიური ინდექსის გაზრდა ერთ თვეში ძირითადად მოხდა მუშების ხელფასების 10,6%-ით მომატების ხარჯზე, ამას გარდა სამშენებლო მასალებზე გაიზარდა ფასები 0,1%-ით.
დეკემბერში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11,5%-ით, რაც გამოწვეული იყო მუშების ხელფასების 28,8%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.