თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის მოთხოვნები, განახლდეს ინსპექტირება სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემდგომი შემცირების შეთანხმების (СНВ-III) ფარგლებში, ცინიკურად გამოიყურება, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეერთებულმა შტატებმა „ტოტალური ჰიბრიდული ომი გააჩაღა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ორი ბირთვული ზესახელმწიფოს პირდაპირი სამხედრო შეტაკების რეალურ საშიშროებას მოიცავს“.
„ამ ფონზე ვაშინგტონის მოთხოვნები, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს თავის სტრატეგიულ ობიექტებზე ინსპექტირების განახლება, აშკარად ცინიკურია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ამ ობიექტებზე დარტყმა აშშ-ის აშკარა სამხედრო-ტექნიკური, საინფორმაციო და სადაზვერვო ხელშეწყობით მიეტანა“, — ხაზგასმულია განცხადებაში.
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ „ვაშინგტონის აგრესიული კურსი ღიად გამოცხადებული მიზნით, მიაყენოს რუსეთს სტრატეგიული მარცხი უკრაინაში“, ასევე აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის კონფრონტაცია ორმხრივი სახელმწიფოთშორისი ურთიერთობის ყველა სფეროში, საქმიანობის „ჩვეულებრივ რეჟიმში“ წარმართვას შეუძლებელს ხდის.