ბანკზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ზუგდიდში - ფოტო

„საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა სამეგრელოს სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში დააკავეს.
Sputnik
ბადრი ესებუა, მასმედიის ცნობით, ქუთაისის #2 საპყრობილეში გადაიყვანეს, ხოლო სახლში, სადაც ის დააკავეს, საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება.
1 / 12

ბადრი ესებუა თავს დაესხა „საქართველოს ბანკს“ და ტყვეები აიყვანა

2 / 12

ადგილზე ოპერატიულად მივიდა სპეცდანიშნულების რაზმი, შენობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ შემოსაზღვრა

3 / 12

მოპირდაპირე შენობებზე კი სნაიპერები განთავსდნენ

4 / 12

ისინი ელოდნენ თავდამსხმელის ლიკვიდაციის ბრძანებას, თუმცა ასეთი ზომების მიღების თავიდან აცილება მოხერხდა

5 / 12

სნაიპერების ოპერაციაში მონაწილეობა საჭირო აღარ გახდა

6 / 12

პოლიციის ძალებს ასევე არ გამოუყენებია ადგილზე მობილიზებული ჯავშანტექნიკა, თუმცა ის ფსიქოლოგიური წნეხის ეფექტს მაინც ქმნიდა

7 / 12

სპეცრაზმი მთელი დღის განმავლობაში ბანკის შენობასთან მორიგეობდა

8 / 12

ტყვეების ნაწილი დღის განმავლობაში გაათავისუფლეს

9 / 12

სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა - ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს

10 / 12

მიუხედავად შოკისა და სტრესისა, ისინი უვნებლები დაბრუნდნენ სახლებში

11 / 12

ბადრი ესებუამ მძევლების ნაწილი პოლიციის მანქანით წაიყვანა და წაიღო $500 ათასი გამოსასყიდი

12 / 12

თუმცა, როდესაც უსაფრთხო ადგილს მიაღწია, მან პირობა არ დაარღვია და გაუშვა ყველა მძევალი. თუმცა, როგორც ჩანს, მას მაინც არ გაუმართლა, გავიდა ორი წელი და ბადრი ესებუა დაკავებულია