თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უშუალო მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს სამიტში, რომელიც 9-10 თებერვალს გაიმართება ბრიუსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი სამიტზე ევროპული საბჭოს (EUCO) თავმჯდომარე შარლ მიშელმა მიიწვია. ამის თაობაზე მისი წარმომადგენელი ბარენდ ლეიტსი წერს Twitter-ზე.
„EUCO-ს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში მონაწილეობის მისაღეად მიიწვია. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებებით, დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება“, — წერს შარლ მიშელის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება ევროკავშირის დედაქალაქში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან.