მსოფლიო დღეს

„კუნძულებს უკან წაგართმევთ“: ტოკიოში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება

Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ტოკიოში რუსეთის საელჩოს წინ იაპონიის ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები აქციებს მართავენ კურილის კუნძულების დაბრუნების მოთხოვნით, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია, რომელთა მანქანები საელჩოდან 500 მეტრიან რადიუსში დგანან, დიპლომატიური უწყებისკენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა ფურგონებს არ ატარებენ.
სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების კუთვნილი ავტომობილებიდან, რომლებიც დინამიკებითაა აღჭურვილი და საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობენ, პატრიოტული მოწოდებები ისმის: „დაგვიბრუნეთ კუნძულები!“
რამდენიმე ფურგონიდან ადამიანთა ჯგუფი გადმოვიდა პოლიციასთან მოსალაპარაკებლად. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: „ჩრდილოეთ ტერიტორიებს უკან წაგართმევთ“. სამართალდამცველებთან შეთანხმებით, აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე, ოღონდ რუპორების გარეშე, საელჩოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე ქუჩაზე განთავსდნენ.
ამასთან პოლიცია ბგერის სიმძლავრის მზომი აპარატებით აკონტროლებს, რომ ფურგონებზე დამონტაჟებული დინამიკების ხმამ დასაშვებ ნორმებს არ გადააჭარბოს.
დღეს, 7 თებერვალს, იაპონიაში „ჩრდილოეთ ტერიტორიების“ დღე აღინიშნება, როგორც იქ კურილის კუნძულებს — კუნაშირს, შიკოტანს, იტურუპსა და ჰაბომაის უწოდებენ.
ეს კუნძულები კვლავაც რჩება სადავო ტერიტორიებად რუსეთსა და იაპონიას შორის, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამ ორ ქვეყანას სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაუფორმებია. სწორედ ამიტომ სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად რჩება.
აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები კი მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
გასული წლის 21 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი ტოკიოს არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ უარს ამბობს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, წყვეტს უვიზო მიმოსვლას იაპონიის მოქალაქეებისთვის სამხრეთ კურილის კუნძულებზე და გადის იაპონიასთან დიალოგიდან სამხრეთ კურილებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დამყარების შესახებ.