მსოფლიო დღეს

ყველაზე ძლიერი 40 წლის განმავლობაში: ნიუ-იორკის შტატში მიწისძვრა მოხდა

Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოს მახლობლად, ორშაბათს მიწისძვრა მოხდა, რომელიც ყველაზე ძლიერია ბოლო 40 წლის განმავლობაში, იუწყება NBC.
ამასთან აღინიშნება, რომ მიწისძვრის სიმძლავრე მხოლოდ 3,8 მაგნიტუდა იყო.
საქმე ისაა, რომ ამ რეგიონში 1983 წლიდან სულ 24 მიწისძვრაა დაფიქსირებული, მაგრამ მათგან არცერთის სიმძლავრე არ აღემატებოდა 2,5 ბალს. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ორშაბათის რყევები ყველა ძლიერად.
6 თებერვლის მიწისძვრას, რომლის კერაც დაახლოებით 3 კმ სიღრმეზე მდებრეობდა, დაზიანებები, ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.