ალბანეთში მინდია ლავასოღლი დააკავეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, გორაძეს ძალადობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ცნობილი კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ ტირანას პოლიციამ დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" ალბანურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის გორაძე ალბანეთის დედაქალაქში იმალებოდა და თავს უკრაინის მოქალაქედ ასაღებდა.
სამართალდამცველების თქმით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირება მოხდება.