ტრაგედია გორში: მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და მერე თავი მოიკლა

Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. გორის რაიონში საშინელი ტრაგედია დატრიალდა – მამაკაცმა მოკლა ცოლი, სიდედრი, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, უცნობია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოფიციალურ უწყებებს დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს