ოზურგეთში საჯარო სკოლის დემონტაჟისას მუშა დაიღუპა

მამაკაცი სკოლის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ოზურგეთში საჯარო სკოლის დემონტაჟისას 42 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ოზურგეთში, ანასეულის უბანში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სკოლის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ის გორის მუნიციპალიტეტიდან იყო.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.