რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. რუსთავში 40 წლამდე ასაკის ქალმა ქმარი დანით დაჭრა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი კამათი უძღოდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანებები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ქალი ბრალდებული სახით ადგილზე დააკავეს.
წყარო - „ინფო რუსთავი"