თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) გამოაქვეყნა სტატია მესტიის შესახებ და ამ ადგილს საუკეთესო ტურისტული მიმართულება უწოდა.
2022 წელს მესტია გახდა ერთ-ერთი გამარჯვებული UNWTO-ს პროექტის Best Tourism Villages by UNWTO. მესტია აირჩიეს 57 ქვეყნის 130-ზე მეტი მიმართულებიდან, რაც დიდ მიღწევას წარმოადგენს, აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
მესტია
© photo: Sputnik
„მესტიას თავისი არაჩვეულებრივი ბუნებით და მდიდარი ისტორიით, აქვს ქართული არქიტექტურისა და ეთნოგრაფიის არაჩვეულებრივი ძეგლები, მათ შორის ეკლესიები, მონასტრები, ტრადიციული კოშკები და ნაგებობები“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მესტიაში ჩასული სტუმარი დატკბება არაჩვეულებრივი ლანდშაფტით, მდიდარი ტყის მასივებითა და ალპური ზონებით, რომელიც ცნობილია იმით, რომ მსოფლიოში ცნობილი სპორტული ჩემპიონატები ტარდება.