რუსთავში ხანძარს ქალი ემსხვერპლა

Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა, ინფორმაციას „ინფო რუსთავი" ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ღამის საათებში ხის სახლში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ქალმა სახლის დატოვება ვერ მოახერხა და ადგილზევე დაიღუპა.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გამათბობლისგან გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
წყარო - „ინფო რუსთავი"