რამდენი პატიმარი გარდაიცვალა საქართველოს ციხეებში 2022 წელს

12 პატიმარი გარდაიცვალა კლინიკებში, ცხრა - ციხეებში.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ციხეებში 2022 წელს 21 პატიმარი გარდაიცვალა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, 12 პატიმარი გარდაიცვალა კლინიკებში, ცხრა - ციხეებში.
რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, ერთ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზად ტრავმა დასახელდა, ოთხში - თვითმკვლელობა, კიდევ ოთხ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. დანარჩენ შემთხვევებში გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვა დაავადებები გახდა.
არსებული მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9,5 ათასი პატიმარი იმყოფებოდა.