თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ვაკე-საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს 3 თებერვლის 23:30 საათიდან 4 თებერვლის 07:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, GWP ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის N37-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც თბილისის ცენტრალური უბნების გარკვეულ ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
უწყების ცნობით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები მთელი დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჭავჭავაძის I შესახვევს, ფალიაშვილის, აბაშიძის და ყიფშიძის ქუჩების ნაწილს, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილს, მიქელაძის, მუხაძის, დარიალის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის და რადიანის ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში: ბალანჩივაძის ქ. N5, 37, 39, 40, იოსელიანის ქ. N5 და ნატახტრის ქუჩას.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.