პუტინი: რუსეთს მუქარაზე პასუხის გაცემა შეუძლია

Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. რუსეთს კვლავ ემუქრებიან გერმანული ტანკებით, მაგრამ ქვეყანას აქვს პასუხის გაცემის შესაძლებლობა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტალინგრადის ბრძოლის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე გამოსვლისას.
მისი თქმით, სტალინგრადის ბრძოლაში გმირული ღვაწლის ხსოვნის შენარჩუნება არის საყოველთაო მორალური მოვალეობა გამარჯვებული ჯარისკაცების წინაშე.

„ჩვენი მორალური მოვალეობა, უპირველეს ყოვლისა, გამარჯვებული ჯარისკაცების მიმართ, არის ის, რომ მთლიანად შევინარჩუნოთ ხსოვნა ამ ღვაწლის შესახებ, გადავცეთ იგი მომავალ თაობებს, არავის მივცეთ უფლება, დააკნინოს, დაამახინჯოს სტალინგრადის ბრძოლის როლი ნაციზმზე გამარჯვებაში, ამ საშინელი ბოროტებისგან მთელი მსოფლიოს განთავისუფლებაში“, — ციტირებს „რია ნოვოსტი“ პუტინის სიტყვებს.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს კვლავ ემუქრებიან გერმანული „ლეოპარდებით“, კვლავ აპირებენ ბრძოლას უკრაინის მიწაზე ბანდეროველების ხელით.
„მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხის გასაცემის შესაძლებლობა და საქმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით არ დასრულდება. ეს ყველამ უნდა გაიგოს. ვინც გვემუქრება, როგორც ჩანს, მათ არ ესმით მარტივი სიმართლე — მთელი ჩვენი ხალხი, ჩვენ ყველა გავიზარდეთ და დედის რძესთან ერთად შევითვისეთ ჩვენი ხალხის, გამარჯვებულთა თაობის ტრადიციები, რომელმაც თავისი შრომით, ოფლითა და სისხლით შექმნა ჩვენი ქვეყანა და გადმოგვცა როგორც მემკვიდრეობა“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.