მსოფლიო დღეს

CIA-ს შეფი: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მომდევნო ექვსი თვეა გადამწყვეტი

Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საბოლოო შედეგის დასადგენად მომდევნო ექვსი თვე იქნება გადამწყვეტი, განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, რომ [ვლადიმირ პუტინი] მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს, ვფიქრობთ, ბრძოლის ველზე შედეგი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დადგება", — აღნიშნა ბერნსმა.

გარდა ამისა, CIA-ს შეფს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი არა მხოლოდ ვეღარ შეძლებს უკრაინაში წინსვლას, არამედ ყოველთვიურად რისკავს – დაკარგოს „უკანონოდ მიტაცებული ტერიტორიები“.
ბერნსის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი „ფსონს დროზე დებს“ და სჯერა, რომ ევროპას პოლიტიკური დაღლილობა მოიცავს, ხოლო აშშ ყურადღებას სხვა თემებზე გადაიტანს და, შესაბამისად, უკრაინის დამარცხებას შეძლებს.
როგორც CIA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჯერ კიდევ ნოემბერში უთხრა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინს, რომ „ეს რუსული გათვლა ისევე ღრმად მცდარია, როგორც 24 თებერვლის გადაწყვეტილება“.
წყარო: CNN