თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. შვიდი წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულს, რომელიც ბავშვის ბიძაა, სამუდამო პატიმრობა ემუქრება, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
შემზარავი შემთხვევა კასპში მოხდა. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მამაკაცი დააკავეს გაუპატიურებისთვის „ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ" მუხლით.
დანაშაული ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.