ძიუდო: დასახელდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის ტურნირისთვის

გასული წლის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები პარიზში დიდი სლემის ტურნირზე 13 სპორტსმენით წარდგება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
დიდი სლემის ტურნირი პარიზში 4-5 თებერვალს გაიმართება, რომელშიც 85 ქვეყნიდან 550 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ – თემურ ნოზაძე
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ – ტატო გრიგალაშვილი
90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი
ქალები:
57 კგ – მარიამ ციხელაშვილი
78 კგ – ელისო სისაური
გასული წლის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
პირველი ტურნირი 2023 წლის 29 იანვარს დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ილია სულამანიძემ (100 კგ) გრან-პრი მოიგო, ხოლო საბა ინანეიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.