ქართველი ფალავნები ზაგრებში სარეიტინგო ტურნირზე იჭიდავებენ

საქართველოდან ხორვატიაში მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გაემგზავრნენ
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თავისუფალი სტილით ექვსი ქართველი მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას ზაგრებში საერთაშორისო ტურნირში Zagreb Open 2023, სადაც სარეიტინგო ქულებს გამოიმუშავებენ.
2023 წლის პირველი ტურნირი ჭიდაობაში 5 თებერვლამდე გასტანს. თავისუფალ, ქალთა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლების ათ-ათი კომპლექტი გათამაშდება. ამ ტურნირით იწყება პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის შერჩევა.
ოთხშაბათს ზაგრებში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ექვს წონით კატეგორიაში (57, 61, 65, 70, 74 და 86) მედლისთვის ექვსი ქართველი იბრძოლებს.
საქართველოს სახელით იჭიდავებენ:
57 კგ – რობერტ დინგაშვილი და ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ – შოთა ფარტენაძე
65 კგ – ედემი ბოლქვაძე
70 კგ – გიორგი ელბაქიძე
86 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი
ფინალური შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყო.
ტურნირის მეორე დღეს იასპარეზებენ მამაკაცი სპორტსმენები 79, 92, 97 და 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ასევე ქალები 50 და 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში.