გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

გზაზე შეზღუდვა თოვლის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, აღნიშნულია განცხადებაში.