თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.