თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.
ასევე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზეც.